ინგლისი

 2019/11/07 18:37

ინგლისი
დიეგო კოშტა ინგლისში დაბრუნებასთან ახლოსაა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დიეგო კოშტა ინგლისში დაბრუნებასთან ახლოსაა. The Sun-ის ცნობით, ესპანელი ევერტონის შეთავაზებას დათანხმდა.

მისი დამატების სურვილი კლუბის მფლობელს, ფერჰად მოშირის აქვს, ვინც შეტევის გაძლიერებას 30 წლის ფეხბურთელით აპირებს. მან კოშტას ისეთი შეთავაზება გაუკეთა, რომ თანხმობა მიიღო.

ჟოაო ფელიქსის დამატებამ და ალვარო მორატას გამოსყიდვამ მისი ძირითადში თამაშის შანსები შეამცირა. ამასთან, „კანფეტების“ თავკაცი, მარკო სილვა, კლუბისთვის 9 ნომერს ეძებს და მისი აზრით, კოშტა საამისოდ კარგი ვარიანტია. 

პარალელურად, ესპანური გამოცემები წერენ, რომ კოშტა ვულვზს შეუთანხმდა. ფაქტია, ესპანელი ინგლისში დაბრუნებასთან ახლოსა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები