დიდი 10

 2019/13/09 20:04

დიდი 10
დიდი 10-ის ახალი სეზონი ჩემპიონის გამარჯვებით დაიწყო
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის დიდი 10-ის 2019/2020 წლების სეზონი ორი ჩემპიონის, დიდი 10-ის მოქმედი გამარჯვებულის რაგბის კლუბი ბათუმისა და  გასული სეზონის პირველი ლიგის საუკეთესო გუნდის, უმაღლესი დივიზიონის დებიუტანტის კიკეთის იუნკერების მატჩით გაიხსნა. შეხვედრას მუხიანში მდებარე სარაგბო სტადიონმა „ხვამლი არენამ" უმასპინძლა.

მატჩის პირველ ნახევარში მოთამაშეებს ეტყობოდათ, რომ ჯერ სრულ  სათამაშო კონდიციებში არ არიან და ამიტომ მატჩის პირველი 40 წუთი საკმაოდ მოსაწყენი გამოვიდა. გუნდებბმა მხოლოდ ჯარიმები გაცვალეს. რამაზ ხარაზიშვილის სამ ზუსტ საჯარიმო დარტყმას, ორი ზუსტი ჯარიმით მამუკა ნინიძემ უპასუხა.

მეორე ნახევარში სათამაშო ტემპმა ოდნავ იმატა, მაგრამ უამრავი ტექნიკური წუნი თამაშს ხიბლს უკარგავდა. მატჩის პირველი ლელო შეხვედრის 58-ე წუთზე ვიხილეთ, რომელიც ასევე მამუკა ნინიძეს ანგარიშზეა, რასაც ზუსტი გარდასახვა და კიდევ ერთი ზუსტი საჯარიმო მიაყოლა.

იუნკერებმა მეორე ტაიმში მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხეს და საბოლოოდ 12:16 დამარცხდნენ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები