მსოფლიო ჩემპიონატი 2018

 2018/13/07 19:48

მსოფლიო ჩემპიონატი 2018
ერთი მატჩი ისტორიაში შესვლამდე
ავტორი
სულხან არჯევანიძე

კვირას, ხორვატიასთან გამარჯვების შემთხვევაში, დიდიე დეშამი გახდება მესამე მწვრთნელი ფეხბურთის ისტორიაში, რომელსაც მუნდიალი როგორც მოთამაშის, ისე მწვრთნელის ამპლუაში ექნება მოგებული. 

დიდიე დეშამს, რომელიც 1998 წლის მუნდიალზე საფრანგეთს კაპიტნობდა, ერთი მატჩი აშორებს ისტორიაში შესვლამდე.

პირველი „დუბლის“ ავტორი მათგანი მარიო ზაგალოა. ბრაზილიელმა, როგორც ფეხბურთელმა, მუნდიალი ორჯერ მოიგო – 1958 და 1962 წლებში. 1970 წელს კი, უკვე მწვრთნელის ამპლუაში. 1970 წლის ბრაზილია აღიარებულია, როგორც ყველა დროის საუკეთესო გუნდი მსოფლიოში.

მეორე, გერმანელი ფრანც ბეკემბაუერია. 1974 წლის მუნდიალზე გუნდის კაპიტანი იყო, 1990 წელს კი, მთავარი მწვრთნელი, როდესაც გერმანიამ მესამედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. მისი თავკაცობით გერმანიას არ წაუგია, ხოლო მეტოქეს 15 გოლი გაუტანა.

დეშამისთვის სანაკრებო კარიერა ცუდად დაიწყო. საფრანგეთმა ვერც 1990 წლის მუნდიალზე და ვერც 1994-ში მოახერხა კვალიფიკაციის დაძლევა და მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა. ამ უკანასკნელის დროს, ჯგუფურ ეტაპზე, ბულგარეთის წინააღმდეგ, დამღუპველი 90-ე წუთზე გაშვებული გოლი იყო, რითაც ბულგარელებმა 2:1 მოიგეს და საფრანგეთი ჩატოვეს.

დიდიე დეშამმა 1998 წლის მუნდიალზე 6 შეხვედრაში ითამაშა, საფრანგეთმა 5 მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა. ფინალში ბრაზილიის ძლევის (3:0) შემდეგ კი დეშამმა თასი აღმართა.

დეშამი 2014 წელს დაბრუნდა, ამჯერად, მწვრთნელის რანგში. გუნდი ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა. მეოთხედფინალში მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან 0:1 დამარცხდნენ.

მოგეხსენებათ, დეშამის თავკაცობით საფრანგეთმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი პორტუგალიასთან დამატებით დროში წააგო. მან ამ ყველაფერთან პარალელი გაავლო:

დიახ, ჩვენ მორიგ ფინალში ვართ. მოსაგებად  ყველაფერს გავაკეთებთ. ევროპის ფინალი ჯერ კიდევ არ დაგვიწყებია. 

მატჩების რაოდენობით, დეშამმა უკვე დაამყარა ფრანგული რეკორდი – 82. მას რეიმონდ დომენეკზე 3-ით მეტი შეხვერა აქვს ჩატარებული. 

ფინალური შეხვედრა, 15 ივლისს, 19:00 საათზე გაიმართება. ვნახოთ, შეძლებს თუ არა დიდიე დეშამი ისტორიაში შესვლას.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები