ესპანეთი

 2018/20/11 21:10

ესპანეთი
დეკუ: ჩემთვის ის ყოველთვის საუკეთესოა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დეკუ რონალდინიოს საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს.

მას ისეთებთან ერთადაც აქვს ნათამაშები, როგორებიც ჩავი, ინიესტა და მესი არიან, მაგრამ პორტუგალიელმა მათ ბრაზილიელი არჩია. დეკუს თქმით, რონალდინიომდე ვერც ერთი მათგანი მივა.

როდესაც პორტუგალიელი ბარსელონაში გადმობარგდა, მაშინ რონალდინიო ფორმის პიკში იყო. იმ შემთხვევაში, თუ დეკუ მესის ერაში ითამაშებდა, შესაძლოა, საუკეთესოდ ეს უკანასკნელი მიეჩნია.

AS-თან ბოლო ინტერვიუში დეკუმ განაცხადა:

ამჟამად, რა თქმა უნდა, საუკეთესოები მესი და რონალდუ არიან. მათ მსგავსად, ასეთ დონეზე, უამრავი სეზონი, არავის უთამაშია. მაგრამ ერთადერთი, ვინც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა – რონალდინიოა. 

ჩემთვის ის ყოველთვის საუკეთესო იქნება. მას ბარსელონაში შევხვდი და მალევე დავახლოვდით. რთულია, მასთან ერთად ყოფნის დრო რამეს შევადარო. ეს მაგიური იყო.

დეკუმ და რონალდინიომ კარიერის ბოლო წლები ბრაზილიაში, კერძოდ, ფლუმინენსეს რიგებში გაატარეს. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები