ტყვიის სროლა

 2018/08/06 15:25

ტყვიის სროლა
დედა-შვილი ჩემპიონები გახდნენ, და-ძმა ბრინჯაოს ვერ შეწვდა
ავტორი
ირაკლი გოგავა

შერეულ წყვილებში თბილისის ღია თასი თბილისშივე დარჩა – მას ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი დაეუფლნენ. დედა-შვილის დუეტმა ჯამში 761 ქულა დააგროვა, მეორეზე კი 753 ქულით, ქუთაისელები გავიდნენ – ნინო ხუციბერიძე დ შოთა გირგვლიანი. მესამე ადგილს სალუქვაძის ტირის წევრები დასჯერდნენ – მარიამ ღვინიაშვილი და გიორგი ბიძინაშვილი, რომლებმაც ჯამში, 745 ქულა დააგროვეს.

პირადი პირველობის მსგავსად, ამ ახალგაზრდებმა აქაც კარგად ისროლეს, თუმცა, ბრინჯაოს მედალი დამატებითი მაჩვენებლებით მოიპოვეს, რადგან ამდენივე ქულა მოინადავლეს საქართველოს ვიცე-ჩემპიონებმაც, და-ძმამ – ლევან და მეგი ქადაგიძეებმაც. მათ შორის საუკეთესო ბოლო სერიამ გადაწყვიტა, სადაც 1 ქულით მეტი მედალოსნებს დაუგროვდათ და ბრინჯაოც მათ დარჩათ.

სროლის ფედერაციის პრესსამსახური



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები