საფრანგეთი

 2019/12/06 15:21

საფრანგეთი
დე ლიხტის აგენტი პარიზშია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მატიას დე ლიხტის საგა გრძელდება. როგორც ცნობილი გახდა, მისი აგენტი, მინო რაიოლა, პარიზშია და კლუბთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს.

ფრანგებს ჰოლანდიელის დამატება ძალიან სურთ და სხვა კლუბებთან შედარებით, საუკეთესო შეთავაზებაც გააკეთეს. შესაბამისად, დე ლიხტის დამატების მთავარი ფავორიტებიც არიან.

იტალიური მედიის ცნობით, მინო რაიოლა მზადაა, ტომას ტუხელთან და კლუბის სხვა წევრებთან მოსალაპარაკებლად. ნასერ ალ-ხელაიფი მცველის დასამატებლად ყველაფერს გააკეთებს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ჩავარდნის გამო, გუნდის გაძლიერება კიდევ უფრო სურს.

19 წლის ჰოლანდიელს რამდენიმე ევროპული გუნდისგან ჰქონდა შეთავაზებები. მისი შეძენის უმთავრესი ფავორიტი ბარსელონა იყო, თუმცა, პარი სენ-ჟერმენისა და იუვენტუსის შეთავაზებებმა ჰოლანდიელს გადაწყვეტილების მიღება გაურთულეს.

ყველაფერი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა. მისი ბარსელონაში ტრანსფერი ისევ შესაძლებელია, რადგან იქ უახლოესი მეგობარი, ფრენკი დე იონგი ეგულება. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები