ინგლისი

 2019/09/08 02:19

ინგლისი
დავიდ ლუისი „მეთოფე“ გახდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

პრემიერ ლიგაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს არსენალმა ჩელსიდან დავიდ ლუისი დაიმატა. „მეთოფეებმა“ მასში 8 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ნიკოლა პეპეს, დანი სებალოსის, გაბრიელ მარტინელის, უილიამ სალიბისა და კერან ტირნის შემდეგ, ბრაზილიელი არსენალის მეექვსე შენაძენია. ლონდონელებმა ჯამში, 151 მილიონი ევრო დახარჯეს.

ლუისი ჩელსის რიგებში პირველად 2011 წელს გამოჩნდა, როდესაც 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ბენფიკადან გადაბარგდა. პარი სენ-ჟერმენმა ბრაზილიელი 2014 წელს 49.5 მილიონად გადაიბირა, ხოლო ორ წელიწადში ჩელსის მის დასაბრუნებლად, 35 მილიონის გადახდა მოუწია. ჯამში, ლონდონური კლუბის მაისური 248-ჯერ მოირგო და 18 გოლიც გაიტანა. ბრაზილიის ნაკრებში კი 57 მატჩი ჩაატარა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები