ეროვნული ლიგა

 2019/14/03 19:00

ეროვნული ლიგა
დავითაშვილი ლოკომოტივში დაბრუნდა
ავტორი
ზაქრო გალუსტაშვილი

თბილისის ლოკომოტივის ვებ-გვერდის ინფორმაციით, ზუკა დავითაშვილი 1-წლით, „რკინიგზელთა“ რიგებში ითამაშებს.

18 წლის ნახევარმცველი, ყაზანის რუბინში ისინჯებოდა და გუნდის თავკაცის, ბერდიევის სიმპატიაც დაიმსახურა. თუმცა, ფინანსურ დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ. დავითაშვილი რამდენიმე დღის წინ ბელგიაში იმყოფებოდა და გენტთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, მაგრამ „ბუფალოში“ შესაძლო ტრანსფერის საკითხი ზაფხულისთვის გადაიდო.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები