ლეგიონერები

 2019/06/07 21:23

ლეგიონერები
დავით ვოლკოვი: გაბალა კრიზისში არაა
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

დავით ვოლკოვმა, რომელიც აზერბაიჯანულ გაბალაში ასპარეზობს, Sport24-თან გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა:

– გაბალა ფინანსურ კრიზისში არაა. არ ვიცი ფეხბურთელები რატომ წავიდნენ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ რამდენიმე კარგ ლეგიონერს დაიმატებენ. ამ ეტაპზე აფრიკულ ბაზარზე არ მუშაობენ. მოიყვანეს საფრანგეთში, ესპანეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებში მოთამაშე ფეხბურთელები.

მწვრთნელს მერაბ გიგაური მოსწონს. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია და გამიხარდა, რომ გაბალაში გადავიდა. დინამოსთან მატჩზე წინასწარ ლაპარაკი არ მინდა, რადგან მივიჩნევ რომ გაიმარჯვებს ის, ვინც კონკრეტული მატჩისთვის უკეთ მოემზადება. 

შეგახსენებთ, ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაცი ეტაპზე ანდორული ენგორდანის დამარცხების შემთხვევაში, დინამო თბილისის მომდევნო მეტოქე გაბალა იქნება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები