ეროვნული ლიგა 2

 2019/15/02 02:12

ეროვნული ლიგა 2
დავით სიჭინავა: ლე პორტალიდან წასვლის მიზეზი ისაა, რომ...
ავტორი
გოგა წურწუმია

ქართველი ფეხბურთელი, დავით სიჭინავა, საქართველოში დაბრუნდა. ფრანგული ლე პორტალის რიგებში მოასპარეზე ჩვენებური ეროვნულ ლიგა 2-ში გადავიდა და ცხინვალის რიგებში ჩაირიცხა. 

დავით სიჭინავას Sport24-ი დაუკავშირდა და საფრანგეთიდან წასვლის მიზეზზე ესაუბრა. 

 ლე პორტალიდან წასვლის მიზეზი ისაა, რომ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც დაგეგმილი მქონდა. უკეთეს ლიგაში გადასვლის შანსი უფრო მაღალი იყო, მაგრამ ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც მოსალოდნელი იყო. კარგი სეზონი ჩავატარე და ჩემი დატოვებაც სურდათ, თუმცა, უამბიციო გუნდში დარჩენა პირადად მე, არ მინდოდა.

8 შეხვედრაში 12 გოლი გავიტანე. საბოლოოდ, პირობა პირობად დარჩა და უმაღლესის ვარიანტები არ გამოჩნდა. ეროვნული ლიგის გუნდთაგან ოფიციალური შეთავაზება არ მქონია.

გამოჩნდა ცხინვალის ვარიანტი და არც მიფიქრია, მაშინვე დავთანხმდი. აქ ძალიან ბევრი ნაცნობი დამხვდა. ხელმძღვანელებმა საქმე ძალიან კარგად იციან და აქვთ მიზანი, ეროვნულ ლიგაში დაწინაურდნენ. ცხინვალს ესპანელი მწვრთნელი ჰყავს, რომელთანაც უკვე ორჯერ ვივარჯიშე. ცხინვალთან ერთად უმაღლესში დასაბრუნებლად ვიბრძოლებ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები