სხვა

 2018/07/08 14:25

სხვა
დავით ქირიამ რუსი მეტოქე დაამარცხა და გამარჯვება 2008 წლის ომში გარდაცვლილ გმირებს მიუძღვნა
ავტორი
გიორგი მჭედლიძე

5 აგვისტოს, ქართველმა მებრძოლმა, დავით ქირიამ, ჩინეთში მიმდინარე Kunlun Fight-ის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალურ ეტაპზე, რუსი ანატოლი მოისეევი დაამარცხა. ჩვენებურმა მეტოქეს 3 რაუნდში ქულებით აჯობა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. 

მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ქირიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ გამარჯვებას აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს უძღვნის. 

 მადლობა უფალს, კიდევ ერთი გამარჯვებისთვის. მინდა, ეს გამარჯვება, 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს მთლიანობისთვის გმირულად დაღუპულ ქართველ ვაჟკაცებს მივუძღვნა! დიდება უფალს! დიდება საქართველოს! დიდება გმირებს!  დაწერა ქირიამ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები