თავისუფალი

 2018/22/10 22:29

თავისუფალი
დავით მარსაგიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე,  ბრინაჯოს მედლისთვის ბრძოლაში,  დავით მარსაგიშვილი  (92 კგ) ირანელ ალირეზა მოჰამედ კარიმიმაჩიანს დაუპირისპირდა და 1:10 დამარცხდა. ქართველი სპორტსმენი ოპტიმალური ფორმისგან შორს იყო და ფიზიკური გამძლეობა არ ეყო გადამწყვეტ შეხვედრაში. ქართველმა ფალავანმა პირველი პერიოდი მინიმალური უპირატესობით მოიგო, მაგრამ მეორე პერიოდში დათოს დაღლილობა ძალიან დაეტყო და ირანელმაც იოლი გამარჯვება მოიპოვა. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები