ბერძნულ-რომაული

 2019/29/06 19:52

ბერძნულ-რომაული
დავით ჩხარტიშვილმა საქართველოს მორიგი ბრინჯაო მოუპოვა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დავით ჩხარტიშვილმა საქართველოს ყულაბაში ბრინჯაოს მორიგი მედალი მოათავსა.

-60 კგ. წონით კატეგორიაში ჩვენებური რუმინელ რაზვან არნაუტს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

რუმინელმა პირველი პერიოდი 3:0 მოიგო, მაგრამ ჩხარტიშვილმა მეორეში მოუმატა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, ბოლო ქულა მან აიღო და ბრინჯაოს მედალიც მიისაკუთრა. 

აღსანიშნავია, რომ ჩვენებურის გამგდები, ერიკ ტორბა ფინალში უშანსოდ, დროზე ადრე 0:9 განადგურდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები