სხვადასხვა

 2019/21/02 03:45

სხვადასხვა
დაპირისპირება ქართულ მკლავჭიდში
ავტორი
ტატო ნიკურაძე

2019 წელი ქართულ სპორტში სხვადასხვა სახის კონფლიქტებით და საქმის გარჩევებით დაიწყო. ამჯერად, სკანდალში საქართველოს მკლავჭიდელთა ფედერაცია ეხვევა. 

საქართველოს შშმპ მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი,  ერეკლე გურჩიანი, საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს პარამკლავჭიდელთა დარბაზიდან ინვენტარის უკანონოდ გატანაში ადანაშაულებს.  ინფორმაციას 1tv.ge  ავრცელებს.

ერეკლე გურჩიანის განცხადებით,  დღეს დილით უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე არენა 1-ის დარბაზში, რომელშიც პარამკლავჭიდელები ვარჯიშობენ, კარი გატეხილი, ინვენტარი კი წაღებული დახვდათ. მისივე თქმით, დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა სხვა პირებთან ერთად, სოსო ჯაჭვლიანიც დააფიქსირა. 

ჯაჭვლიანი გურჩიანის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ აღნიშნულ დარბაზში ხუთი თვეა არ ყოფილა. 

 

წყარო: 1tv.ge 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები