ნაკრებები

 2019/06/09 00:57

ნაკრებები
დანიამ საქართველოსთან მატჩამდე წაივარჯიშა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოსთან შეხვედრამდე, დანია გიბრალტარს ესტუმრა და 6:0 გაანადგურა.

დანიელებმა მეტოქის რბევა მეექვსე წუთზე დაიწყეს, როდესაც ანგარიში რობერტ სკოვმა გახსნა. პირველ ნახევარში უკანასკნელი გოლი კრისტიან ერიქსენმა პენალტის ნიშნულიდან 34-ე წუთზე გაიტანა – 2:0.

მანვე 50-ე წუთზე სხვაობა ისევ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაზარდა. 69-ე წუთზე თავი ტომას დელანიმ გამოიჩინა, ხოლო 4-წუთიან ინტერვალში დუბლი კრისტიან გიტკაერმა გაიფორმა – 6:0.

პარალელურად, ირლანდიამ შვეიცარია მიიღო და შეხვედრა ფრედ (1:1) დასრულდა. საქართველოსა და დანიის მატჩი 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები