ეროვნული ნაკრები

 2019/09/09 12:11

ეროვნული ნაკრები
დანიამ ფრე ორკესტრს „დააბრალა“
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

Fyens.dk-ის ჟურნალისტი საქართველოსა და დანიის მატჩს გამოეხმაურა.

გამოცემა წერს, რომ „დინამო არენაზე“ ორკესტრმა სკანდინავიელთა ჰიმნი უჩვეულოდ სწრაფად შეასრულა:

– ალბათ, სამხედრო ორკესტრის ბრალი არ იყო, თუმცა ჰიმნი ნამდვილად ძალიან სწრაფად შესრულდა– წერია სტატიაში.

უნდა ითქვას, რომ ქართველებს სწრაფად შესრულებული ჰიმნი ეპატიებათ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპის შესარჩევი ეგიდით ჩატარებულ შეხვედრაში ფრანგებმა ალბანელებს ანდორას სახელმწიფო ჰიმნი ჩაურთეს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები