სუმო

 2019/11/07 12:47

სუმო
მორიგი მარცხი
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოზე გამოსვლა ხუთი მარცხით დაასრულა. ნათლად ჩანდა, რომ ლევანს ტრავმა ძალიან აწუხებდა. ის მყარად ვერ იდგა ფეხზე და სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ბრძოლები პრაქტიკულად, უშანსოდ წააგო. დღეს ლევანი მაისის ნაცუ ბაშოს ტრიუმფატორს, პირველ მაეგაშირა ასანოიამას დაუპირისპირდა და  მორიგი მარცხი განიცადა. 

გეტყვით იმსაც, რომ დიდი ალბათობით, ამ მარცხის შემდეგ, ქართველი გოლიათი კიუჯოს გამოაცხადებს და მიმდინარე ბაშოზე ასპარეზობას შეწყვეტს. შესაბამისად, ის კადობანში ჩადგება და სექტემბრის ბაშოზე ისევ ოძეკის წოდების შენარჩუნებისთვის იბრძოლებს. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები