ინგლისი

 2019/19/03 13:35

ინგლისი
დაიბრუნეთ დენისი...
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

The Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის არსენალი ბარსელონას ფეხბურთელს ვადაზე ადრე უბრუნებს. წყაროს ცნობით, „მეთოფეს“ ხელმძღვანელები დენის სუარესთან საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტას უახლოეს დღეებში აპირებენ. 

25 წლის შუახაზელი ინგლისური გრანდის სტილს ვერ მოერგო. იანვარში „კამპ ნოუდან“ აბარგების შემდეგ, მას ძირითად შემადგენლობაში არც ერთი შეხვედრა დაუწყია და ვერც შეცვლაზე შესვლის დროს ახერხებს უნაი ემერის გაკვირვებას. 

გადაწყვეტილია, რომ არსენალი აღარ განიხილავს დენისის 20 მილიონ ევროდ გამოსყიდვას. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები