სუმო

 2018/11/09 12:52

სუმო
ცუდი დღე აკი ბაშოზე [VIDEO]
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ქართველი ოძეკის პირველი მარცხი. აკი ბაშოს მესამე დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი კომუსუბი ტაკაკეიშო იყო, რომელთანაც იკიოტაშის ილეთით დამარცხდა. იაპონელმა ძალიან დაბლა აიღო მავაშში ჩავლება და ზემოდან, თავზე ხელის ჩამოკვრით დაიქნია მეტოქე. 

შეგახსენებთ, რომ წინა ბაშოზე მიღებული ტრავმის გამო, ლევანმა ნაგოია ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა და ამიტომ, მას ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად, მინიმუმ, 8 ორთაბრძოლის მოგება სჭირდება. ხვალ ქართველი გოლიათის მეტოქე კომუსუბი ტამავაში იქნება. 

რაც შეეხება, რანგით მეორე ჯურიუ დივიზიონს, სადაც ქართველი გოლიათი, გაგამარუ ასპარეზობს. ქართველი დღეს იაპონელ ჩიონოუმისთან  დამარცხდა. გეტყვით იმისაც, რომ  მაკეკოშის, ანუ  უარყოფითი  ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში, გაგას ელიტარული დივიზიონის დატოვება მოუწევს. 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები