ეროვნული ნაკრებები

 2019/28/08 08:54

ეროვნული ნაკრებები
ცუცქირიძემ, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და სამხრეთაფრიკული საუზერნ ქინგსი 24:20 დაამარცხა. 

მოგების გარდა, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მატჩის დასაწყისში ერთ-ერთი კონტაქტის დროს,  გიორგი ცუცქირიძემ ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვერ მოახერხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რენტგენის მიხედვით, ფეხის წვივის დაზიანება აქვს. ამრიგად, დიდი ალბათობაა, რომ ცუცქირიძემ მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები