ევროთასები

 2018/20/05 21:49

ევროთასები
ცსკა-მ მესამე ადგილი ჟალგირისს დაუთმო [VIDEO]
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროლიგის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, ცსკა და ჟალგირისი დაუპირისპირდნენ. მატჩი ლიტველთა გამარჯვებით – 79:77 დასრულდა.

რეალთან წაგების შემდეგ, ცსკა-ს მთავარი მიზანი ზედიზედ მეორედ, მესამე ადგილზე გასვლა გახლდათ. მაგრამ მათ ძალიან უსუსურად დაიწყეს. პირველი და მეორე მეოთხედები სამი ქულის სხვაობით წააგეს და დიდი შესვენების წინ, ანგარიში 41:35 იყო. ჟალგირისმა სოლიდური უპირატესობა მესამე ათწუთეულში მოიპოვა, რომელიც 15-ქულიანი სხვაობით მოიგო და ფაქტობრივად, გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა. რუსულმა გუნდმა გვიან გამოიღვიძა. მათ შეძლეს და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირეს, მაგრამ დრო აღარ დარჩათ და მესამე ადგილი ჟალგირისს დაუთმეს – 77:79.

ლიტველების მხრიდან, 15-15 ქულით, მიჩიჩი და იანკუნასი გამოირჩნენ. 14 ჰქონდა ულანოვას.

14-14 ქულა დააგროვეს ჰანტერმა და კულაგინმა. 12 კი ჰიგინსის ანგარიშზეა. თამაში არ წაუვიდა ცსკა-ს ერთ-ერთ ლიდერს, ნანდო დე კოლოს, რომელმაც 5 ქულა მოაგროვა.

ფინალური დაპირისპირება, რეალსა და ფენერბაჰჩეს შორის, 22:00 საათზე დაიწყება.


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები