ეროვნული ლიგა 2

 2019/23/04 17:58

ეროვნული ლიგა 2
Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერებმა ქულები გაიყვეს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

სამტრედია-მერანი თბილისი 1:1 

ეროსი მანჯგალაძე. სამტრედია

0:1 ჩუკურა (45) 1:1 სამუშია (66პ) 

სამტრედია: სეფიაშვილი, ცერცვაძე, ჯგერენაია, კილასონია, ჭეიშვილი, სამუშია, დობროვოლსკი, მესიაჩენკო (79.) კერძევაძე, ენდელაძე (61. ჯიქიძე), გოგუა, მეგრელაძე (55. ხაბეიშვილი).

მერანი თბილისი: თევდორაძე, კახელიშვილი, ფოფხაძე, ქარქუზაშვილი, ჩუკურა, შარიქაძე, დათუნაიშვილი, გაბისკირია (83.ბოლქვაძე), ხაბელაშვილი, გეწაძე (67.მიქაბერიძე), ნიქაბაძე. 

გაფრთხილება: კახელიშვილი (28) ჯგერენაია (31) ქარქუზაშვილი (62) მესიაჩენკო (72) 

Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის მერვე ტურის დასკვნითი შეხვედრა სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, რომელშიც გათამაშების ლიდერები, სამტრედია და თბილისის მერანი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და დაძაბულ ბრძოლაში ქულები გაიყვეს. 

მატჩის პირველი ნახევარი ძალიან ნელ ტემპში მიმდინარეობდა და მატჩმაც საკმაოდ მოსაწყენი ხასიათი მიიღო. თბილისელები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ და ავთანდილ შენგელიას ფეხბურთელები უფრო ცდილობდნენ შეტევების ორგანიზებას. განსაკუთრებით, ბექა გაბისკირია აქტიურობდა. ასევე, ძალიან აქტიური იყო მერანის შეტევის მარცხენა ფლანგი, რომელზეც რაფაელ ჩუკურა სამტრედიელ მცველებს დიდ პრობლემებს უქმნიდა. პირველი სახიფათო მომენტი გაბისკირიას ჰქონდა. ჯგერენაიამ ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგა, რის შემდეგაც, ბექა გაბისკირია მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ  თბილისელთა შემტევმა დარტყმა დააგვიანა და ვარლამ კილასონიამ შესანიშნავი ვარდნით გადაარჩინა გუნდი. ტაიმის მიწურულს, მერანმა მაინც გაიტანა. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთის შემდეგ, სამტრედიას საჯარიმოში სრული არეულობა იყო, რითაც რაფაელ ჩუკურამ ისარგებლა და ნიგერიელმა მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა. 

მეორე ტაიმში კახა კაჭარავას ფეხბურთელები უფრო მოტივირებულები გამოვიდნენ მოედანზე და გაიტანეს კიდეც. რაფაელ ჩუკურამ საჯარიმოში ზაურ ხაბეიშვილი წააქცია და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, გიორგი ვადაჭკორიამ, პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. 11-მეტრიანი გურამ სამუშიამ ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები