ევროტურნირები

 2019/28/08 03:12

ევროტურნირები
ცრვენა ზვეზდას ფანებმა სტადიონთან ტანკი დააყენეს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ჩემპიონთა ლიგაზე, ცრვენა ზვეზდასა და იანგ ბოისს შორის, საფლეიოფო მატჩის წინ, მასპინძელთა გულშემატკივრებმა სტადიონის წინ ტანკი დააყენეს. 

Marca-ს ცნობით, ეს ტანკი 1990 წელს იუგოსლავიის ომში იქნა გამოყენებული და ფანებმა კლუბის ფერებში მოხატეს. ასეა თუ ისე, სერბულმა გუნდმა შვეიცარიული ბარიერი დაძლია.

სტუმრად შედეგიანი ფრის (2:2) შემდეგ, ცრვენა ზვეზდა შინ ვუკანოვიჩის გოლით დაწინაურდა, ხოლო იანგ ბოისმა ბენის ავტოგოლით გაათანაბრა – 1:1. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები