ტყვიის სროლა

 2019/22/06 15:09

ტყვიის სროლა
ცოტნე მაჭავარიანმა და ნინო სალუქვაძემ ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულეს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე პნევმატური პისტოლეტით 10 მეტრ დისტანციაზე სროლაში შერეულ წყვილთა  თანრიგში იასპარეზეს დედა-შვილმა ნინო სალუქვაძემ და ცოტნე მაჭავარიანმა, რომლებმაც ტურნირზე გამოსვლა მე-5 ადგილზე დაასრულა. 

მათ შესარჩევ წრეში 572 ქულა მოაგროვეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც 577 ქულა დააგროვეს და სულ რაღაც ორი ქულა დააკლდათ ბრინჯაოს მედლისთვის საბრძოლველად. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები