ეროვნული ნაკრებები

 2019/08/02 17:19

ეროვნული ნაკრებები
რუსები დამარცხებით გვემუქრებიან
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრას კრასნოდარში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. როგორც ჩანს, რუსები ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. 

აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით, რუსი გულშემატკივრები განცხადებას ავრცელებენ: 

 თამაში აუცილებლად ანშლაგით ჩაივლის, რადგან უფასო იქნება მატჩზე დასწრება. ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს  ნაკრების დამარცხებაა და ჩვენ, 35 000 ადამიანი, მათ ერთად დავამარცხებთ. 

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა რუსეთსა და საქართველოს შორის, 17 მარტს კრასნოდარში, 16:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები