ბერძნულ-რომაული

 2019/28/06 19:20

ბერძნულ-რომაული
ჩხარტიშვილს ფინალამდე 30 წამი დააკლდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

დავით ჩხარტიშვილს ფინალამდე 30 წამი დააკლდა. მინსკის ევროპულ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა -60 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ნახევარფინალში, ქართველი ფალავანი ბელარუს ერიკ ტორბას დაუპირისპირდა და  ძალიან მძიმე ბრძოლაში 5:6 დამარცხდა.

პირველი პერიოდის შემდეგ, ქართველი 5:3-ს იგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში ჩხარტიშვილმა მხოლოდ უპირატესობის შენარჩუნებაზე გააკეთდა აქცენტი, თავად არ უტევდა და დაისაჯა კიდეც. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები