იტალია

 2018/27/05 20:42

იტალია
ჩინელები მორატას არ თმობენ
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ჩელსის ფეხბურთელი ალვარო მორატა იტალიაში მიდის. წყაროს ცნობით, მისი შეძენა მილანს სურს. როგორც ირკვევა, „როსონერი“ სერიოზულად აპირებს შემადგენლობის გაძლიერებას. 

აღსანიშნავია, რომ ესპანელი თავდამსხმელის გადაბირება იუვენტუსის სურვილიც არის, თუმცა „შავ-წითლების“ ჩინელი ხელმძღვანელები ალვაროს დათმობას არ აპირებენ. თავის მხრივ, მორატა „არისტოკრატების“ რიგებში ბედნიერი არ არის, რადგან სათამაშო დრო ფაქტობრივად არ აქვს. 

შეგახსენებთ, მორატას აპენინური გამოცდილება აქვს. 2014-2016 წლებში „ბებერი ქალბატონების“ ღირსებას იცავდა. ამ უკანასკნელმა „შავ-თეთრების“ მაისური 63 შეხვედრაში მოირგო. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები