სხვადასხვა

 2019/12/07 01:22

სხვადასხვა
ჩიხურამ სტუმრად იმარჯვა და წყვილში ფავორიტი გახდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე ქართულმა გუნდმაც იასპარეზა. საჩხერის ჩიხურა ფოლას ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, სოსო ფრუიძის შეგირდები ევროტურნირებზე ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან. სტუმრის სტატუსის მიუხედავად, საჩხერლებმა მაღალ დონეზე იასპარეზეს.

ანგარიში ფოლამ გახსნა, 22-ე წუთზე სინანმა პენალტი გამოიყენა. მეორე ნახევარში ჩიხურა გააქტიურდა და მეტოქის კართან მომენტებიც შექმნა. ანგარიში 59-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა გაათანაბრა. წერტილი 86-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ დასვა, ვინც თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა და განმეორებითი მატჩის წინ, საკუთარ გუნდს დიდი უპირატესობა მოუპოვა – 2:1.

ჩიხურამ მეტოქის კარის მიმართულებით 16-ჯერ დაარტყა, ხოლო ფოლას ფეხბურთელები 21-ჯერ დაჯარიმდნენ, 7-ის წინააღმდეგ.

განმეორებითი შეხვედრა 17 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები