დიდი 10

 2018/23/09 19:22

დიდი 10
ჩემპიონს ვერ აჩერებენ – ლოკომოტივმა აკადემია გაანადგურა!
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის, დიდი 10-ის  მეოთხე ტურის შეხვედრაში, თბილისის ლოკომოტივი აკადემიას დაუპირისპირდა და 41:6 დაამარცხა. 

სტუმრებმა მატჩი კარგად დაიწყეს და ლოკომოტივს აგრესიული დაცვა შესთავაზეს. „რკინიგზელებმა“ ტრადიცული შერკინებით თავიდანვე ვერ მოახერხეს მეტოქის დაჩაგვრა, მაგრამ გუნდი უმალვე გადაეწყო და უკანა ხაზით შექმნილი უპირატესობით ორი ლელო გაიტანა.  პირველი ლელო ზურაბ ძნელაძემ მიითვალა. პირველი ტაიმის მიწურულს კი, აკადემიელთა ხუთმეტრიან ზონაში, რამდენიმე მძლავრი მიძალების შემდეგ, გიორგი ბეგაძემ ხაზზე გიორგი აფციურს გაუტანა ბურთი,რომელმაც გოშა შკინინი ჯვარზე შეიყვანა და „რკინიგზელთა“  საუკეთესო მელელოვეს ლელოს დადება აღარ გასჭირვებია. ბექა წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა, რას აც კიდევ ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმა მიაყოლა. აკადემიამ მხოლოდ დავით მოძღვრიშვილის საჯარიმოთი უპასუხეს. 

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, თბილისში კოკისპირულად გაწვივდა და ამან მატჩის მიმდინარეობაზეც იქონია გავლენა.  ამით, ლოკომოტივმა კარგად ისარგებლა და  შერკინების ხარჯზე, თემურ ბენდიაშვილის გუნდმა დიდი უპირატესობა მოიპოვა, რაც ქულებზეც აისახა.  აკადემიას ხუთმეტრიანში რამდენიმე მძლავრი მიძალება გიორგი ბეგაძის ლელოთი დასრულდა.  ამას მოჰყვა დაჩი კოპაძის, ნიკა წივწივაძისა და ფრანა გასვიანის ლელოები. ბექა წიკლაურმა სამივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. საბოლოოდ, 41:6 – ლოკომოტივის სასარგებლოდ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები