ინგლისი

 2019/10/08 18:20

ინგლისი
ჩემპიონმა ომახიანად დაიწყო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონი დაიწყო. მეორე სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი მანჩესტერ სიტი ვესტ ჰემს ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა.

ჩემპიონებს მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდი უპირატესობა ჰქონდათ. პირველი გოლი 25-ე წუთზე გაბრიელ ჟესუსმა გაიტანა. ტაიმში მეტი ბურთი არ გასულა, თუმცა, მეორეში სიტი უფრო გააქტიურდა. 51-ე წუთზე სტერლინგმა სხვაობა გაზარდა. ორ წუთში ჟესუსმა დუბლი გაიფორმა, მაგრამ VAR-ის დახმარებით თამაშგარე დაფიქსირდა. რაჰიმ სტერლინგმა მეტოქის კარი კიდევ ორჯერ, 75-ე და კომპენსირებულ პირველ წუთზე დალაშქრა, ხოლო მანამდე, 86-ე წუთზე სერხიო აგუერომ პენალტი გამოიყენა.

როგორც ჩანს, სიტისა და ლივერპულის პაექრობა ისევ გაგრძელდება. მერსისაიდელებმა ნორვიჩი 4:1 დაამარცხეს, მაგრამ პირველი ადგილი პეპ გვარდიოლას შეგირდებს ეკუთვნით. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები