ევროთასები

 2018/10/05 21:15

ევროთასები
ჩელენჯ ქაფის ფინალის პრევიუ - კარდიფი-გლოსთერი
ავტორი
ტატო ნიკურაძე

11.05.2018

ჩელენჯ ქაფი.ფინალი

ბილბაო. სან მამესი

კარდიფი-გლოსთერი   

ინგლისურ-უელსული დაპირისპირება ყოველთვის სანახაობით და დაძაბულობით გამოირჩევა,თუმცა, ფინალს განსაკუთრებული დაძაბულობა ახლავს და გუნდები უფრო პრაგმატულ თააშს ირჩევენ.თანაც, ორივე  გუნდი ძალიან კარგად იცნობს ერთმანეთს.

გლოსთერმა, იოჰან აკერმანის   მოსვლის შემდეგ,  ძალიან მოუმატა. ამაზეც ისიც მეტყველებს, რომ აღნიშნულ ტურნირზე,ბოლო 4 სეზონის განმავლობაში,გლოსთერმა პირველად შეძლო ნიუკასლ ფალკონსის დამარცხება.

„ავივა პრემიერშიფის" ბოლო ტურებში ორივე გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა და წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალება მისცა.

კარდიფს ამ შეხვედრაში გეთინ ჯენკინსი ვერ დაეხმარება, რომელმაც ნახევარფინალურ შეხვედრაში, პოს წინაააღმდეგ, ტრავმა მიიღო.

 

დენი ვილსონი(მთ.მწვრთნელი-კარდიფი) - „ფინალში გასვლა უკვე დიდი მიღწევაა. ამის მიუხედავად, ხვალ ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. გეთინ ჯენკინსის  გამოკლება დიდი დანაკლისია. მისი გამოცდილება და ლიდერის თვისებები ფასდაუდებელია გუნდისთვის.

გლოსთერიც და კარდიფიც ორივე შემტევ რაგბის ანიჭებს უპირატესობას და იმედი მაქვს, ხვალ, სანახაობრივ მატჩს ვიხილავთ."

 იოჰან აკერმანი (მთ.მწვრთნელი-გლოსთერი) - „ძალიან რთული დაბრკოლებები გადავლახეთ დ შევძელით ფინალში გასვლა. ხვალ საოცარი სანახაობა გველის სტადიონზე. შანსი გვაქვს ტიტული მოვიგოთ და განვლილი სეზონით ამაყები ვიყოთ."

 

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები