ინგლისი

 2018/16/08 18:44

ინგლისი
ჩეხი ჩელსისთან ძირითადში დაიწყებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

პრესასთან საუბრისას, არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, დაადასტურა, რომ ჩელსის წინააღმდეგ, კარში ჩეხი ჩადგება.

„მეთოფეებმა“ ლევერკუზენიდან ბერნდ ლენო შეიძინეს, მაგრამ სიტისთან გუნდის კარი ჩეხმა დაიცვა, როგორც ჩანს, სამომავლოდაც იგივე მოხდება.

მისი გამოსვლით ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, რომ გამოცდილება და კლასი აქვს, რაც პირველ მეკარეს სჭირდება. 

ჩვენ ორი მეკარე გვყავს, რომლებიც განსხვავებული სტილის არიან. 

გადაწყვეტილება მარტივია, ჩელსისთან, კარში ჩეხი იდგება. მისი მჯერა, ცუდად რომც ითამაშოს, სამომავლოდაც მექნება იმედი.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები