ლეგიონერები

 2019/15/04 19:38

ლეგიონერები
Championat.com: ჯანო ანანიძე კრასნოდარს სურს
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

Championat.com-ის ინფორმაციით, ჯანო ანანიძე, შესაძლოა, სპარტაკიდან საბოლოოდ წავიდეს. წყაროს ცნობით, ქართველი ლეგიონერის გადაბირება კრასნოდარის ინტერესშია. 

გეტყვით, რომ ჩვენებური ამჟამად, იჯარის წესით, კრილიაში ასპარეზობს. 26 წლის ნახევარმცველი მოსკოველების აღზრდილია. მან დედაქალაქელების მაისურით, ყველა ტურნირზე 136 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. 

შეგახსენებთ, რუსეთის პრემიერ ლიგის დასრულებამდე, 7 ტური დარჩა. კრასნოდარს კი, 42 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები