ეროვნული ნაკრებები

 2019/02/08 22:30

ეროვნული ნაკრებები
ჩაგდებული მეორე ტაიმი, 18-წლამდელები მე-5 ადგილისთვის იბრძოლებენ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს 18-წლამდე საკალათბურთო ნაკრები ფლეი-ოფის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. 1/4 ფინალში ჩვენი მეტოქე პოლონეთი იყო.

ორივე გუნდმა საკუთარ ჯგუფში 4 შეხვედრა მოიგო და მხოლოდ 1 წააგო. პოლონელებმა პირველი ადგილი, ხოლო ჩვენმა ბიჭებმა მეორე პოზიცია დაიკავეს და მათი გზები პირველივე ეტაპზე გადაიკვეთა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საქართველოს გამარჯვებით დასრულდა – 29:26. ყველაფერი მესამე მეოთხედში გადაწყდა, როდესაც პოლონელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და დასკვნითი მეოთხედის წინ 7 ქულით იგებდნენ – 42:35. მეოთხე ათწუთეულში მეტოქის უპირატესობა უფრო თვალსაჩინო გახდა და შეხვედრას ინტრიგა მალევე დაეკარგა – 44:67.

მატჩის საუკეთესო მექულე (19) რატი ანდრონიკაშვილი იყო. 8 ქულა ალექსანდრე მერკვილაძემ ჩააგდო.

5-8 ადგილისთვის ბრძოლაში საქართველოს პირველი მეტოქე პორტუგალია იქნება, რომელიც ჩეხეთთან 74:83 დამარცხდა. შეხვედრა 3 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები