ფრენბურთი

 2018/19/05 06:23

ფრენბურთი
ირაკლი ჩაჩუა: მიზანი ოქროს ჯგუფში გადასვლაა
ავტორი
თამარ ლამპარაძე

EEVZA-ი გენერალურ ასამბლეაზე, მომდევნო ოთხი წლის ვადით, საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი  ირაკლი ჩაჩუა, აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. 20 მაისს კი, საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრები ევროლიგის გათამაშებაში ჩაებმება. ჩვენი გოგონების მეტოქეები ალბანეთის, ავსტრიისა და ისრაელი ნაკრები გუნდები არიან. მატჩები მიმოსვლით, შინ და გარეთ გაიმართება. საქართველოს ნაკრები საშინაო თამაშით იწყებსვაჟა კაჭარავას სახელობის დიღმის დარბაზში ალბანელებს დავუხვდებით. ამ თემებზე სასაუბროდ, SPORT24 ფედერაციის პრეზიდენტ ირაკლი ჩაჩუას  ეწვია.

  ევროპის საერთაშორისო ფედერაცია კარგადაა ჩვენ მიმართ განწყობილი და ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაც გვანდო...

ევროპის ფედერაცია ძალიან მოხარულიარომ საქართველოში 2012 წლიდან დაიწყო მნიშვნელოვანი პროცესებირომელთაც თვითონ აკვირდებ. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჩატარება გვანდეს, აზერბაიჯანთან ერთად. მართალიააზერბაიჯანმა საკუთარ თავზე სამი ქვეჯგუფი აიღო, ჩვენ კი – ერთი, მაგრამ, არათანაბარი რაოდენობის მიუხედავად, ორივე ქვეყანას ერთნაირი მოთხოვნა ჰქონდა. ისინი ჩამოდიან და აკვირდებიან ჩემპიონატის მოსამზადებელ პერიოდს. 2016 წელსჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩატარების გამო, მოგვილოცეს და ამის აღსანიშნავად, თასიც გადმოგვცეს.

რა გამოძახილი ჰქონდა საქართველოში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატს?

ევროპის ჩემპიონატის გამოძახილი ის იყორომ სულ სხვაგვარად შეგვაფასეს. 2012 წლამდე, ახალგაზრდებს შორის, სულ რამდენიმე შეჯიბრში გვაქვს მონაწილეობა მიღებული. ამასთან, ეროვნული ნაკრებები მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში იღებდნენ მონაწილეობას  და სულ ეს იყოახლა კი, ჩვენ ვმონაწილეობთ ორ ასაკობრივ ჯგუფში. 2013 წლიდან გავხდით აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის წევრი და ასოციაციის ჩემპიონატშიც  ვიღებთ მონაწილეობას.

20 მაისს ევროლიგა იწყება. როგორც ვიცით, ახალი ფორმაციით ტარდებარა შეიცვალა კონკრეტულად?

 ევროპა დაიყო „ოქროს“ და „ვერცხლის“ ლიგებად, ფაქტობრივად, ორ დივიზიონად. ჩვენ „ვერცხლის“ ლიგაში მოვხვდით და უნდა ვიბრძოლოთ, რომ „ოქროს“ ლიგაში გადავიდეთ. გადაწყვეტილების მიღების დროსგვეგონა, რომ ძველის მსგავსად, ორი ტურის ჩატარება მოგვიწევდა, მაგრამ ახლა თამაშები არის სახლში და გარეთრომელიც ბიუჯეტში გათვალისწინებული არ გვქონდა. ადრე სხვა ფორმატით ტარდებოდა ევროპის ევრო ლიგაც და ევროპის ჩემპიონატიცმაგრამ ეს დიდ ხარჯებთან არ იყო დაკავშირებული.

ალბანეთიავსტრიაისრაელი, საქართველო  ვერცხლის ჯგუფში არიან. საქართველოს ქალთა ნაკრებს რა შანსი აქვს ოქროს ჯგუფში დასაწინაურებლად და რა მიზანი გაქვთ?

როდესაც  პრეზიდენტად მოვედი, აქცენტი უფრო ახალგაზრდა მოთამაშეებზე გავაკეთე. ჩვენი გუნდი არის ერთ-ერთი პერსპექტიული გუნდირასაც ევროპის და მსოფლიოს ბევრი სპეციალისტი აღნიშნავსჩემი აზრით, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი ლიდერი ამ ჯგუფში და ვაპირებთ შემდეგ ეტაპზე გასვლასმიზანი ოქროს ჯგუფში გადასვლაა.

ბოლო დროს ქალთა ფრენბურთში პროგრესი შეინიშნებარა ხდება, ზოგადად, ქალთა ფრენბურთში?

ეროვნული ჩემპიონატები ტარდება რეგულარულადჩამოყალიბდა ლიგებირომელშიც ქალთა 6 გუნდი იღებს მონაწილეობასმაგრამ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებითჩვენ გვინდა ლიგა იყოს განვითარებული და თამაშების დონემ უფრო აიწიოსრა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის ფინანსები და ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფების ზრდაა საჭირო

ვაჟთა ფრენბურთში გაცილებით რთული მდგომარეობაარატომ?

მამაკაცთა ფრენბურთში მიდის თაობათა ცვლა. მამაკაცებში რთულია თამაშირადგან 17-18 წლის ბიჭებს მოუწევთ 32-33 წლის სპორტსმენებთან თამაშირომლებიც უკვე გამოცდილნი არიანახალგაზრდა თაობა მოდისუკვე საკმაოდ მაღალი ფრენბურთელები ჩანან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაახლოებით სამ წელიწადში, ამ მოთამაშეების დონე გაუმჯობესდება და შედეგზეც შეიძლება ფიქრი. მინდა ასევე აღვნიშნორომ ისინი უკვე უწევენ სათანადო წინააღმდეგობას სხვადასხვა გუნდსმაგრამ ჯერ მათ მოგებას ვერ მოვთხოვთ.

რეგიონებში რა მდგომარეობაა? წელს ცაგერი გახდა საქართველოს ჩემპიონიშარშან – ქუთაისი...

ადრე სულ თბილისი ხდებოდა ჩემპიონიმაგრამ ასე აღარ არის. კლუბებს უკვე აფინანსებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისაინტერესოა ისიცრომ ცაგერში ისეთი გუნდი ჩამოყალიბდა, რომელშიც თბილისიდან წასული მოთამაშეებიც თამაშობენჩვენ გვახარებს ის ფაქტიცრომ ეროვნულ ლიგაში რეგულარულად იღებენ მონაწილეობას თეთრიწყაროდედოფლისწყაროგორიწყალტუბო და .. ეს ქალაქები გვთხოვენ დახმარებას. ჩვენ ჩავდივართ და ვხვდებით ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარეს ან გამგებელს და ვარწმუნებთ, რომ ფრენბურთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტია.

 სხვა პრობლემათაგან, რომელზე გაამახვილებთ ყურადღებას?

მედიის პასიურობა. როდესაც სპორტული ჟურნალისტი ხარ, ევროპის ჩემპიონატი უნდა გააშუქო. ვისურვებდი, იყოს ქართული სპორტული არხი, სადაც სპორტის ყველა სახეობის თამაში გაშუქდება, რადგან ქართველი მაყურებელი სპორტის დიდი გულშემატკივარია და ძალიან აინტერესებს.

 

 





მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები