თავისუფალი

 2018/15/05 17:05

თავისუფალი
ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი გვაქვს
ავტორი
ნინო ახობაძე

მაკედონიაში მიმდინარე ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის პირველ საფინალო დღეს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, 5 წონითი კატეგორიიდან – ოთხში მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ოქროს მედლისთვის  ბაგრატ გაგნიძე (71 კგ.) იბრძოლებს და ფინალში, რუსეთის წარმომადგენელ, რამაზან აბუზაგიდოვს დაეჭიდება.

ბრინჯაოს მედლებისთვის გიორგი ჭოლაძე (51 კგ.), ვლადიმერ გამყრელიძე (60 კგ.) და ნიკა ბერულავა (92 კგ.)  იჭიდავებენ.

ჭოლაძის  (51 კგ.) მეტოქე ლატვიელი მოროზოვი იქნება, გამყრელიძის (60 კგ.) – რუსეთის წარმომადგენელი ბაგრატ პანდარია,  ბერულავასი (92 კგ.) კი – თურქი ჩაგრი ბაირამი.

ფინალური შეხვედრები 20:00 საათიდან დაიწყება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები