ფრენბურთი

 2018/28/04 20:46

ფრენბურთი
ცაგერი საქართველოს ჩემპიონია
ავტორი
ირაკლი გოგავა

დასრულდა 27-ე ეროვნული ჩემპიონატი ფრენბურთში ვაჟთა შორის და საქართველოს ჩემპიონის ტიტული ცაგერის გუნდმა მოიპოვა.

რეგულარულ სეზონში ექვსი გუნდი მონაწილეობდა: თბილისი, ცაგერი, ყვარელი, ქუთაისი, ბათუმი, მესტია.

სამი წრის შემდეგ დაგროვებული ქულებით, მესტიამ უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება დაკარგა და  2018-2019 წლების სეზონში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩაანაცვლებს, რომელიც პირველ ლიგაში ჩემპიონი გახდა.

ბათუმმა მეხუთე ადგილი დაიკავა და პირველ ლიგაში მეორე ადგილზე გასულ წყალტუბოს ფლეი-აუტში დაუპირისპირდა. ზღვისპირელებმა 3:0 (25:15, 25:18, 25:22) იმარჯვეს და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება დაიტოვეს.

რეგულარული სეზონის შედეგად, ფლეი ოფში 4 საუკეთესო გუნდი გავიდა, რომლებიც ჯვარედინი სისტემით ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ცაგერისა და ქუთაისის შეხვედრაში დაძაბული მხოლოდ პირველი სეტი გამოდგა, რომელიც ცაგერმა 25:22 მოიგო, თუმცა შემდეგ, გასული წლის ჩემპიონმა ქუთაისმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია მეტოქეს – 25:14, 25:16 ცაგერის სასარგებლოდ.

კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა თბილისისა და ყვარელის ჯახი. საწყისი სეტები ყვარელმა მოიგო – 25:18 და 25:23. თუმცა, თბილისმა შეძლო, შემოატრიალა შეხვედრა 25:23; 25:19; 15:11 და ფინალში გავიდა.

მესამე ადგილისთვის მატჩში, ყვარელმა იოლად მოუგო ქუთაისს – 3:0 (25:18; 25:20; 25:17).

დაძაბული არ გამოდგა ფინალიც: ცაგერმა 3 სეტში მოუგო თბილისს 25:21; 25:17; 25:21.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები