ლეგიონერები

 2019/31/03 02:56

ლეგიონერები
ბურჯანაძის ორმაგი დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ზედიზედ ორი თამაშის მოგების შემდეგ, დელტეკო მიწაზე დაეშვა და საკუთარ კედლებში დამარცხდა. ბექა ბურჯანაძის გუნდს ანდორა ესტუმრა.

მასპინძლებმა შესანიშნავად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 21:16 მოიგეს, თუმცა, ტაიმის მიწურულამდე ვერ გაძლეს და ანდორამ 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა – 44:35.

დიდი შესვენების შემდეგ, სტუმრებმა ლიდერობა გაიმყარეს და სხვაობა 15 ქულამდეც გაიზარდა. ბოლო მეოთხედში ანდორა 18 ქულითაც იგებდა, მაგრამ საბოლოოდ 84:72 მოიგო.

ბექა ბურჯანაძემ მორიგი დიდებული მატჩი ჩაატარა. ჩვენებურმა 31 წუთში 16 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 8-დან 5 საშუალო, 5-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. 

დელტეკო კვლავ ბოლოა და ბრეოგანს 4 ქულით ჩამორჩება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები