ლეგიონერები

 2019/13/01 23:57

ლეგიონერები
ბურჯანაძემ მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ლიგა ენდესას მე-16 ტურში გიპუსკოამ მანრესა მიიღო და ოვერტაიმში დამარცხდა – 85:91.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. სტუმრებმა პირველი მეოთხედი 22:10 მოიგეს, თუმცა, ტაიმი მაინც დათმეს – 31:35. მეორე ნახევარში მასპინძლები უმეტეს დროს ლიდერობაში ატარებდნენ, მაგრამ ბოლოსკენ, მანრესამ ჩამორჩენა შეამცირა და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა – 74:74.

დამატებით ხუთწუთეულში მანრესამ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და ხელიდან აღარ გაუშვია – 91:85.

ბექა ბურჯანაძემ მორიგი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა. ჩვენებურმა 31 წუთში 12 ქულა, 10 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მან 4-დან 1 საშუალო, 9-დან 3 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.

დელტეკოს მორიგი მეტოქე მეზობლად მყოფი ესტუდიანტესი იქნება. შეხვედრა 20 იანვარს, 21:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები