ჩოგბურთი

 2018/29/10 21:49

ჩოგბურთი
ბუმბაის ჩელენჯერზე, ერთბაშად, 3 ქართველი იასპარეზებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ინდოეთში, მუმბაის ჩელენჯერი დაიწყო, სადაც გოგონები ასპარეზობენ. ამ ტურნირზე ორი ქართველი ჩოგბურთელი, ეკატერინე გორგოძე და სოფია შაფათავაც იქნებიან.

სამწუხაროდ, 1/16 ფინალში ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და ერთ-ერთი მათგანი ტურნირს გამოეთიშება.

შეგახსენებთ, რომ შაფათავა მსოფლიოს რეიტინგის 504-ე ჩოგანია, ხოლო გორგოძე – 160-ე. შესაბამისად, შეხვედრის ფავორიტად, ეს უკანასკნელი მოიაზრება.

ასეთი დონის ტურნირზე გოგონები აქამდე, ერთმანეთს არ შეხვედრილან.

მათი დაპირისპირება 30 ოქტომბერს, 14:30 საათზე გაიმართება.

ასევე, ამავე ტურნირზე, მესამე ქართველი ჩოგბურთელი, ოქსანა კალაშნიკოვაც იქნება, რომელიც წყვილთა თანრიგში იასპარეზებს. უნდა აღინიშნოს, რომ წყვილებში გორგოძე და შაფათავაც იასპარეზებენ.

მათი მეწყვილეები და მეტოქეები იქნებიან:

ოქსანა კალაშნიკოვა/ნაო ჰიბინო - ქსენია პალკინა/იანა შიჟიკოვა 31 ოქტომბერი 09:00 საათი.

სოფია შაფათავა/ემილი უებლი-სმიტი - დალილა იაკუპოვიჩი/ირინა ხრომაჩევა 31 ოქტომბერი 09:00 საათი.

ეკატერინე გორგოძე/დენიზ ხაზანიუკი - ბიბიანე შუფსი/ბარბორა სტეფკოვა 31 ოქტომბერსი, 09:00 საათი.

ინდოეთში დიდი წარმომადგენლობით ვართ. ვიმედოვნოთ, რომ ტურნირი ჩვენ სასიკეთოდ დასრულდება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები