ხელბურთი

 2019/13/06 19:51

ხელბურთი
ბულგარეთიც დამარცხებულია, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით ტურში ერთმანეთს B ჯგუფის ლიდერები, საქართველო და ბულგარეთი დაუპირისპირდნენ. ნაკრებებს წაგება არ ჰქონდათ და გამარჯვებული პირველ ადგილზე გავიდოდა.

საბოლოოდ, ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე მარტივად (35:19) დაამარცხა და პირველი ადგილი შეინარჩუნა. ჩვენებურებმა პირველი მეოთხედი 19:11 მოიგეს და უპირატესობის გაორმაგებაც შეძლეს.

მეორე ჯგუფის გამარჯვებული კუბა გახდა, რომელმაც ასევე დაუმარცხებლად იასპარეზა. მეორე პოზიცია, 4 მოგებით, დიდ ბრიტანეთს ერგო. შესაბამისად, ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველო დიდ ბრიტანეთს, ხოლო კუბა ბულგარეთს შეხვდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე ცოტა (85) გოლი გაუშვა. დანარჩენ ნაკრებებს მინიმუმ, 100 გოლი აქვთ გაშვებული. ამასთან, ყველაზე მეტ გატანილ გოლში ჩვენები მეორეზე არიან (166), ხოლო კუბას მხოლოდ 1 ბურთით ჩამორჩნენ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები