იტალია

 2018/17/05 16:30

იტალია
ბუფონის ტურინული დასასრული
ავტორი
გიორგი მჭედლიძე

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და იუვენტუსის მეკარემ, ჯიჯი ბუფონმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სერია ა-ში ბოლო სეზონს ატარებს და კლუბიდან შაბათს გასამართი შეხვედრის შემდეგ წავა. 

„ვადასტურებ, რომ შაბათს ვერონასთან გასამართი მატჩის შემდეგ, ჩემს უსაყვარლეს გუნდს, იუვენტუსს დავტოვებ. ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება, ამ საოცარი თავგადასავლის დასასრულებლად. ვეცდები, მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთო და ფანებს კარგი თამაშით, თავი უფრო  მეტად დავამახსოვრო.

დიდი ხანი ვფიქრობდი ამ ყველაფერზე. საკმაოდ რთულია, დატოვო ის გუნდი, სადაც 2001 წლიდან თამაშობ, იზრდები და ვითარდები. აქ, ტურინში გატარებული 17 წელი ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოდ გასახსენებელი იქნება. 

მინდა ჩემს ოჯახს – იუვენტუსს მადლობა გადავუხადო. ამ გუნდის ხელმძღვანელობა განვითარებაში და კარიერულ წინსვლაში ძალიან დამეხმარა. სწორედ მათი დახმარებით გადავდგი ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რამაც აქამდე მომიყვანა. ბოლოს გეტყვით, რომ ჯერჯერობით, ინფორმაციას, ჩემი ფეხბურთიდან წასვლის შესახებ, არ ვადასტურებ“, – განაცხადა ბუფონმა.

შეგახსენებთ, ჯიჯი ბუფონი წლებია „ბებერი ქალბატონის“ ღირსებას იცავს. მიუხედავად მცდელობებისა, მან ჩემპიონთა ლიგის თასი ვერ მოიგო, თუმცა, ბოლო წლებში იტალიაში დომინირებდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები