იტალია

 2018/11/06 11:42

იტალია
ბუფონი ცალი ფეხით პსჟ-ში
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

Football-Italia-ს ინფორმაციით, იუვენტუსის ყოფილი მეკარე ჯიჯი ბუფონი ამ დღეებში, ფრანგულ პსჟ-ში ჩაირიცხება. წყაროს ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ფეხბურთელის ახალ კლუბში წარდგენა ოთხშაბათს იგეგმება. 

როგორც ირკვევა, იტალიელ მეკარეს ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ და ხელფასის სახით, 14 მილიონ ევროს მიიღებს. გეტყვით, რომ 40 წლის ბუფონი 2020 წელს კატარში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატის ელჩადაც დაინიშნება. 

შეგახსენებთ, ჯიჯი ბუფონმა 17-წლიანი ტურინული კარიერა გასული სეზონის შემდეგ დაასრულა. მისი შეძენა ლივერპულსაც სურდა, თუმცა, აპენინელმა საფრანგეთისკენ აიღო გეზი. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები