ევროთასები

 2018/16/11 00:27

ევროთასები
ბუდუჩნოსტმა ბასკონიას წინააღმდეგ, ევროლიგის რეკორდი დაამყარა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მოგეხსენებათ, ევროლიგის მე-7 ტურში ბუდუჩნოსტმა ბასკონია მიიღო და პირველი გამარჯვება მოიპოვა – 99:84.

ეს კლუბი, თითქმის, 16 წელი არ ყოფილა ევროლიგაზე, დაბრუნების შემდეგ კი, პირველივე მოგებული შეხვედრა რეკორდით დაასრულა.

მონტენეგროელებმა 34 სროლიდან 21 სამქულიანი გამოიყენეს. აქამდე, 19-19 სამიანი ორ გუნდს ჰქონდა. პირველად, რეკორდი 2012 წელს, მონტეპასკი სიენამ დაამყარა, ხოლო გასულ წელს, ბარსელონამ გაიმეორა. დღეიდან კი, ბუდუჩნოსტმა მისი გაუმჯობესება მოახერხა. 

აღსანიშნავია ედვინ ჯექსონი, ვინც 9-დან 6 სამიანი გამოიყენა. 4-4 ჰქონდათ დანილო ნიკოლიჩსა და ერლ კლარკს, სუად სეიოვიჩს – 3, ხოლო 2-2 – კოტი კლარკსა და ნიკოლა ივანოვიჩს.

რეკორდი შესანიშნავია. ჩვენ ბურთს ვაკონტროლებდით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ხანდახან, სროლები არ ვარდება, ხანდახან – პირიქით. დღეს სროლები წაგვივიდა და ძალიან ბედნიერები ვართ, – განაცხადა ედვინ ჯექსონმა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები