ევროთასები

 2019/07/02 17:00

ევროთასები
ბუდუჩნოსტის თამაშს ევროლიგის პრეზიდენტიც დაესწრება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

როგორც ცნობილი გახდა, ევროლიგის პრეზიდენტი, ხორდი ბართომეუ მონტენეგროში ბუდუჩნოსტისა და ხიმკის თამაშის საყურებლად ჩავა.

კლუბის განცხადებაში წერია:

ევროლიგის პრეზიდენტი, ხორდი ბართომეუ, კლუბის შენობას ესტუმრება, სადაც ბუდუჩნოსტის პრეზიდენტს შეხვდება. ბართომეუ 22-ე ტურის შეხვედრასაც დაესწრება, სადაც ჩვენი გუნდი მოსკოვურ ხიმკის უმასპინძლებს.

ბუდუჩნოსტს საკუთარ კედლებში ზედიზედ სამი გამარჯვება აქვს. გუნდის წარმატებაში კი, უდიდესი წვლილი ნორის კოულსა და გოგა ბითაძეს მიუძღვით. 

პოდგორიცელებს რევანშის აღება მოუწევთ, რადგან რუსეთში 69:85 განადგურდნენ. 

შეხვედრა 7 თებერვალს, 22:00 საათზე გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები