ლეგიონერები

 2019/14/04 23:03

ლეგიონერები
ბუდუჩნოსტი შერცხვა, ყველაფერი მონტენეგროში გადაწყდება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ადრიატიკის ლიგის ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში, ცრვენა ზვეზდამ ბუდუჩნოსტი მიიღო და მიწასთან გაასწორა, რითაც სერიაში 2:0 დაწინაურდა.

მასპინძლებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. ტაიმი 54:38, ხოლო შეხვედრა 107:69 მოიგეს.

გოგა ბითაძემ  18'28 წუთში 9 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. მან 2-დან 1 საშუალო და 9-დან 7 საჯარიმო გამოიყენა. ქართველი ცენტრი ჯარიმებით ისევ დაიტვირთა, ამიტომ პარკეტის დატოვება ნაადრევად მოუწია.

მონტენეგრო მესამე შეხვედრას 17 აპრილს, 21:00 საათზე უმასპინძლებს. ცრვენა ზვეზდა გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონი გახდება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები