ძიუდო

 2018/12/08 15:37

ძიუდო
ბუდაპეშტის გრან-პრი. დღე მესამე: მარგიანი ოქროსთვის, ოქრუაშვილი ბრინჯაოსთვის
ავტორი
ლუკა ბერიძე

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ძიუდოს გრან-პრი მიმდინარეობს, სადაც ქართველი ფალავნებიც ასპარეზობენ.

2 დღის შემდეგ, ქართველთა ყულაბაში მხოლოდ 1 ბრინჯაოს მედალია, რომელიც ამირან პაპინაშვილმა მოიპოვა. 

ქართველი მოჭიდავეებისთვის ყველაზე წარმატებული ტურნირის დასკვნითი დღეა. ფინალურ ბლოკში 2 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს – უშანგი მარგიანი, ოქროს მედლისთვის და ადამ ოქრუაშვილი, ბრინჯაოსთვის.

მარგიანმა ფინალამდე მისასვლელი გზა დამაჯერებლად გაიარა. ჯერ ეგვიპტელი აბ დელახერი დაამარცხა, შემდეგ ჰოლანდიელი იესპერ სმინკი, 1/2 ფინალში კი,  სერბი ალექსანდრ კუკოლი და ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნა.

რაც შეეხება ოქრუაშვილს, ის 1/4 ფინალში როი მეიერთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი,  რუსი  ტამერლან ბაშაევი  სძლია.

ფინალური ბლოკი, თბილისის დროით, 18:30-ზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი, სილქ უნივერსალი წარმოდგვიდგენს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები