სხვადასხვა

 2018/02/11 22:14

სხვადასხვა
ბრაიანტი მსოფლიო ჩემპიონატის საერთაშორისო ელჩი იქნება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

5-გზის NBA-ისა და 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, კობი ბრაიანტი, ჩინეთში 2019 წელს გასამართი საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ელჩი იქნება.

ბრაიანტი ჩინეთში ძალიან პოპულარულია, რაც სოციალურ ქსელში, გამომწერების რაოდენობითაც ვლინდება. NBA-ის მოთამაშეებს შორის, მას ჩინეთიდან ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს – 6.84 მილიონი.

კობი ბრაიანტი, მსოფლიო ჩემპიონატის ელჩი იაო მინთან ერთად იქნება. როგორც საერთაშორისო ელჩი, ბრაიანტი მსოფლიო ჩემპიონატის განვითარებას დაეხმარება და მის სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვება. 

პატივი მერგო და ფიბამ 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ელჩად დამასახელა. ვიმედოვნებ, ჩემი მონაწილეობა მოთამაშეებს მოტივაციას აუმაღლებს, რათა 32-ვე ნაკრების მოთამაშეებმა საკუთარი ქვეყანა წარმოაჩინონ. მოუთმენლად ველი ვნახო, თუ ვინ აღმართავს ტიტულს, – განაცხადა კობი ბრაიანტმა.

მოგეხსენებათ, ჩინეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე, 24 გუნდის ნაცვლად, 32 ნაკრები იასპარეზებს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები