ნაკრებები

 2019/09/09 11:58

ნაკრებები
ბოსნიის ნაკრების მწვრთნელმა სომხეთთან მარცხი ვერ გადაიტანა
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ევროპის შესარჩევი ციკლის ეგიდით გამართულ შეხვედრაში სომხეთმა ბოსნიას უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად, 4:2 იმარჯვა.

სტუმრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტ პროსინეჩკიმ, აღნიშნული მარცხი ვერ გადაიტანა და გადადგომა გადაწყვიტა.

– ყველას ველაპარაკე და გადავწყვიტე, რომ წავიდე. ჩემი მიზანი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იყო, მაგრამ ეს ვერ შევძელი. იმედი მაქვს, ჩემი შემცვლელი მოახერხებს ერთა ლიგის მოგებას– აღნიშნა მან.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები