ტესტები

 2018/09/06 12:32

ტესტები
ბორჯღალსნების მომავალმა მეტოქემ იტალია 17 ქულიანი სხვაობით დამარცხა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

დღეს, რაგბის სამყაროში ცხელი საზაფხულო სეზონი დაიწყო. "ბორჯღალოსნების" მომავალი მეტოქე, იაპონიის ეროვნული ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა და მეტოქე 34-17 დაამარცხა. 

შეხვედრა იტალიელებმა კარგად დაიწყეს. პასკუალის ლელოთი და ტომასო ალენის გარდასახვით "აძური" 0:7 დაწინაურდა. თუმცა, იაპონიელებმა ზუსტად ერთ წუთში შეძლეს საპასუხო ლელოს დადება, რომელიც მაფის ანგარიშზეა. ამის შემდეგ ფუკუოკას ლელოთი მათ ანგარიშში წინ გასვლაც მოახერხეს. ორივე შემთხვევაში გარდასახვა ტამურამ შეასრულა ზუსტად, რასაც ზუსტი საჯარიმო დარტყმაც მიაყოლა.

პირველი ნახევარი ამით არ დასრულებულა.  პირველი ტაიმის მიწურულს იტალიელებმა ლელოს დადება მოახერხეს და ამით სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს.

 უკვე მივეჩვიეთ, რომ იტალიელები მეორე ნახევარს სუსტად ატარებენ. ტომასო ალენის ზუსტ საჯარიმო დარტყმას, ტამურამ ასევე სამი ქულით უპასუხა.

მატჩის ბოლო მეოთხედში იაპონიელებმა უფრო მაღალი სისწრაფეები შეთავაზეს მეტოქეს.  ლემეკისა და მაცუშიმას ლელოებით, რომლებსაც ტამურას ზუსტი გარდასახვები მოჰყვა,  იაპონიელებმა "აძური" 17 ქულიანი სხვაობით 34-17 დაამარცხეს.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები